შემოდგომაზე გალერეა Art Factory-ის გახსნა იგეგმება,- ამის შესახებ იდეის ავტორმა ლელა სარიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არტ ფაქტორში მისული სტუმები ადგილზე შეძლებენ დაეუფლონ ისეთ ინოვაციურ ხელოვნებას, როგორიცაა წყალზე ხატვა. ამასთან, ადგილზე იქნება შესაძლებელი PANCAKE ART-ის და SPRAY ART-ის შესწვალა. გალერეას არამარტო სასწავლო, არამედ თერაპიული დატვირთვაც ექნება, რადგან როგორც ლელა სარიშვილი ამბობს, ეს მიმართულებები დადებითადად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ხოლო ისინი საქართველოში არ არის სათანადოდ განვითარებული.
“ჩემს ბიზნეს იდეას დავარქვი არტ ფაქტორი, სახელიდანაც გამომდინარეობს რომ ის ხელოვნების შესახებაა. გვინდა გავაერთიანოთ რამდენიმე ინოვაციური ხელოვნება. იქნება სტუდია, სადაც მოსული სტუმრები შეძლებენ ამ ხელოვნების შესწავლას. ასევე გვექნება ერთ დღიანი ვორქშოფები, თერაპიული კურსები. რაც შეეხბა თვითონ ხელოვნებას, ეს არის წყალზე ხატვა, რომელიც საქართველოში არ არის ცნობილი და ინოვაციურია. გვექნება ასევე PANCAKE ART და SPRAY ART. ეს მლელიმართულებები საშუალებას გვაძლევს არა მარტო ხელოვნების ნიმუშები შევქმნათ, არამედ სხვადასხვა უნიკალური აქსესუარებიც შევთავაზოთ ბაზარს. ამჟამად აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე უკვე გაიხსნება სტუდია”,-ამბობს ლელა სარიშვილი ART FACTORY-ის იდეის ავტორი.

























