19 ივლისს, ფესტივალma Art-გენი 2024, თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გახსნა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში, ჩატარდა და 26 - 27 - 28 ივლისს კვლავ ელოდებიან მსმენელებს. წელს, ფესტივალმა ოთხი ქვეყნის: ჩეხეთის, სამხრეთ კორეის, პოლონეთის და ისრაელის მუსიკოსებს უმასპინძლა. მათ შორის, ჩეხი მუსიკოსების ანსამბლს ქართული სახელწოდება "ჰაერი" ქვია და ჩეხურ ფოლკლორთან ერთად ქართული სიმღერებიც წარმოადგინა. ღონისძიების მხარდამჭერებს შორის ცხადია ავერსია, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ეროვნულ საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს. არტ-გენი ყოველთვის ცდილობს ქართული ფოლკლორი და თანამედროვე მუსიკა ერთმანეთს შეუხამოს, რაშიც კომპანია ავერსი მათ მხარს უჭერს და ცდილობს ეს გამოცდილება რეალობაში მოიყვანოს. ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები. 2021 წლიდან კი მათ სპონსორთა რიგებს შეუერთდა ავერსიც, რომელიც დღემდე ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ მსმენელს საკუთარ სივრცეში სხვადასხვა აქტივობები შესთავაზა, როგორიცაა ვორქშოპები და გათამაშებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო პოზიტიური გახადონ დამსწრეთა განწყობა.
ლალი ბრეგვაძე - “ავერსი", საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;