ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები. 2021 წლიდან კი მათ სპონსორთა რიგებს შეუერთდა ავერსიც, რომელიც დღემდე ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანია მსმენელს საკუთარ სივრცეში ჰპირდება სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა ვორქშოპები და გათამაშებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო პოზიტიური გახადონ დამსწრეთა განწყობა.