მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Art-გენი 2024 სტარტს 19 ივლისს აიღებს

19 ივლისს, ფესტივალი Art-გენი 2024-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნება. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში, 19 - 21 - 20 ივლისს და 26 - 27 - 28 ივლისს ჩატარდება. წელს, ფესტივალი "არტ-გენი" ოთხი ქვეყნის: ჩეხეთის, სამხრეთ კორეის, პოლონეთის და ისრაელის მუსიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის, ჩეხი მუსიკოსების ანსამბლს ქართული სახელწოდება "ჰაერი" ჰქვია და ჩეხურ ფოლკლორთან ერთად ქართულ სიმღერებსაც წარმოადგენენ. ღონისძიების მხარდამჭერებს შორის ცხადია “კოკა კოლაცაა” რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ეროვნულ საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს. არტ-გენი ყოველთვის ცდილობს ქართული ფოლკლორი და თანამედროვე მუსიკა ერთმანეთს შეუხამოს, რაშიც “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია” და “მთის წყალი” მათ მხარს უჭერს და ცდილობს ეს გამოცდილება რეალობაში მოიყვანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები