თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი არტ გენი 2026 დაიწყო და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. თანამედროვე ქართული მუსიკის პროგრამის ნაწილში, წელს ფესტივალი მაყურებელს განახლებულ ფორმატს სთავაზობს. თითოეული საფესტივალო დღის დასასრულს ორი დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის მთავარი პარტნიორია კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ეროვნული, კულტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული ტრადიციების, ფოლკლორისა და თანამედროვე შემოქმედების განვითარებას ემსახურება. ფესტივალი წლების განმავლობაში ქმნის პლატფორმას ქართული ფოლკლორისა და მუსიკის პოპულარიზაციისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ მოვლენას საქართველოში.


































