მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ART სახელოსნო დირსის ქალაქში

5bbf080196b75
BM.GE
11.10.18 12:18
599
კომპლექსში "დირსი" - "ქალაქი ქალაქში" სტარტაპებისთვისდა მეწარმეებისთვის სამუშაო სივრცე მოეწყობა. სამშენებლო კომპანიამ გადაწყვეტილება დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად მიიღო.

კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Start Business Solutions, მმართველი პარტნიორის განცხადებით, პროექტის ფარგლებში Start in Georgia, რომელიც 13 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება, პარტნიორი "ას ჯორჯია, დირსისგან" დამწყები მეწარმეების დასახმარებლად კიდევ ერთი პროექტი დაიგეგმა.

დირსის კომპლექსში ART სახელოსნო მოეწყობა, რომელიც ძირითადად ხელნაკეთ ნივთებზე მომუშავე ხელოვანებს დაეთმობა. "საქართველოში ძალიან კარგი დიზაინერები გვყავს, ვინც ე.წ ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობენ. სწორედ მათთვის ვაპირებთ, რომ ეს პროდუქტი გამოვიტანოთ. "- განაცხადა ლარისა პატარაიამ "საქმიანი დილას" ეთერში სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები