გაზაფხულის მიწურულს Startup Connect-ის ორგანიზებით, ბათუმში გამართულ “საქართველოს სტარტაპ სამიტი”-ზე, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზი ინვესტორები მონაწილეობდნენ, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრში გამარჯვება ქართულმა Artisio -მ მოიპოვა, რომელიც სააუქციონო სახლების საოპერაციო მენეჯმენტისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელია. Artisio გახდა ის ქართული სტარტაპი, რომელიც ნოემბერში, კალიფორნიაში გაემგზავრება, სადაც გლობალურ შეჯიბრში, მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს.
სტუმარი: ბერდია ყამარაული - Artisio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;