საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა იციან ის გარემოება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილს გააჩნია მოჭარბებული გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რადგანაც ეს არაგანჭვრეტად ვითარებას ქმნის.
"ახსენეთ ბიძიინა ივანიშვილი და არცერთ ინვესტორს არ მოუნდება ასეთ ქვეყანაში შემოსვლა, როდესაც იციან რომ ერთ ადამიანზე არის დამოკიდებული ამ ინვესტიციების წარმატება. თუ ჩათვლის ვინმე რომ ის არის კონკურენტიი შეუძლიათ გააგდონ ან არ მისცენ ლიცენზია. რომელი მსხვილი ინვესტორი გახსენდებათ, რომელიც ბოლო 10 წელში შემოვიდა საქართველოში?
უამრავმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთის ფედერაცია რატომ არ შემოვიდნენ ისინი საქართველოში და რატომ შევიდნენ ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ზოგი დუბაიში წავიდა და იქიდან ფარავს ამ რეგიონს, ზოგი სტამბოლში. ხომ შეიძლებოდა ამ კომპანიების ნაწილი მაინც შემოსულიყო საქართველოში და აქ შეექმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ისეთი გარემო უნდა გქონდეს, რომ როდესაც რეგიონში შემოდის პირველი საქართველო ახსენდებოდეს,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.