არცერთი ადამიანი, ვინც რამეს აკეთებს ან ბიზნესში, ან პოლიტიკაში არ უნდა დასანქცირდეს - ამის შესახებ BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძემ ბიზნესისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ინფორმაციით დამატებით არავის სანქცირება არ იგეგმება.
"ვფიქრობ, რომ სანქცირება არ იქნება. არც ერთი ადამიანი, ვინც რამეს აკეთებს ან ბიზნესში, ან პოლიტიკაში არ უნდა დასანქცირდეს. იმიტომ, რომ ეს არ არის კარგი, ზოგადად, არც ქვეყნისთვის და არც ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვის.
მე რამდენადაც ვხედავ და მაქვს ინფორმაცია, დასანქცირების საკითხი არ დგას. ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ არავინ დასანქცირდება. ბიძინა ივანიშვილის გადადგმულ ნაბიჯებზე ჩვენ ახლა, ამ წუთას ვსაუბრობთ. ნებისმიერი ადამიანის სანქცირება, ვინ ქვეყანაში რამეს აკეთებს, არის ძალიან ცუდი", - განაცხადა კობახიძემ.




























