მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალა - ვინ გადაიხდის პარკის საფასურს?

BM.GE
12.01.23 11:48
295
მიმდინარე წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალა. აღნიშნულ ცვლილებას N571-ე დადგენილება ითვალისწინებს. 14 დეკემბერს შესული ცვლილებებით, 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს პოლიეთილენის ჩანთის ზომაც. ამ თემაზე bmg გასული წლის ბოლოსაც გიყვებოდათ, მწარმოებელი კომპანიები ამბობდნენ, რომ ცვლილების ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ ასაწონად განკუთვნილი პარკის საფასურის გადახდაც მომხმარებლებს მოუწევთ, რადგან პოლიეთილენთან შედარებით ბიო პარკის ფასი მინიმუმ 3-ჯერ ძვირია.ამავე ცვლილებების მიხედვით სავარაუდოდ ხმარებიდან გაქრება დიდი ზომის ჩანთებიც, რომელთა ზომაც აქამდე თუ 45/75ზე იყო, ახლა 1 მეტრი უნდა გახდეს რაც თუ მოქალაქეთა სიმაღლეს გავითვალისწინებთ ფაქტობრივად მისი ხმარებიდან ამოღებას ნიშნავს. 

ზაფხულიდან მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ, ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება ექნებათ, ეს ყველაფერი კი პროდუქციის საბოლოო ღირებულების ფასზე ისახება. 


გადაეწყო თუ არა რითეილ სექტორი ახალ რეგულაციაზე და ვინ გადაიხდის ამ პარკების საფასურს?

სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ სექტორის ექსპერტი, კონსულტანტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები