მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ქალის დანიშვნას მივესალმებით“ - ალექს მატუა ნათია თურნავაზე

64a59d68e1d44
თელარა გელანტია
05.07.23 22:00
1181
სტატიაში საუბარია:
„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ალექს მატუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას დანიშვნას მიესალმება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიაში პირველად, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ინიშნება ქალბატონი, ეს არის სასიამოვნო ფაქტი და ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი, ამას მივესალმებით“, - თქვა „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

ალექს მატუას თქმით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ნათია თურნავას და საბანკო სექტორის შეხვედრა ჯერ არ გამართულა, მაგრამ მოლოდინი აქვს, რომ მალე შედგება.

„წერტილთან“ ინტერვიუში ალექს მატუამ, covid-პანდემიის პერიოდში, ნათია თურნავასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრთან თანამშრომლობა დადებითად დაახასიათა.

„ასევე, კარგი თანამშრომლობის მოლოდინი გვაქვს ნათია თურნავასთან და ზოგადად, ეროვნულ ბანკთან“, - აღნიშნა მან.
წამყვანის კითხვაზე - რამდენად მნიშვნელოვანია, მალე დაინიშნოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ რეგალიებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„ერთია ფორმალური ნაწილი და მეორეა ვინ არის რეალური გადაწყვეტილების მიმღები და რეფორმატორი და ვინ რას შეძლებს. ამიტომ სახელს დიდი მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“, - თქვა ალექს მატუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები