მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეულობით მილიონიან ინვესტიციებზეა საუბარი" - ჭყონია ევროკავშირის სტატუსზე

ბაბუ

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისაგან, პუბლიკაცია - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ წარადგინა.

ღონისძიებაზე გამომსვლელებმა და პანელ-დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციურ გავლენაზე ისაუბრეს და ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგალითები განიხილეს.

სტატუსის მინიჭებას უმნიშვნელოვანესად აფასებს ქართული ბიზნესი. სექტორი მოელის, რომ ევროკავშირი ქვეყნისთვის კიდევ უფრო ძლიერი და სანდო პარტნიორი გახდება, რაც ყველა სექტორზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე გარდამტეხ გავლენას იქონიებს.

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ამის შესწავლა და საზოგადოებამდე მიტანა აქტიურად გაგრძელდეს.

„ასე დეტალურად არ ვიყავი ინფორმირებული რას ნიშნავს ევროკავშირის სტატუსი, ეს დაახლოებით იგივეა როგორც წევრი, ოღონდ ყველა ეტაპი უნდა გაიარო და ყველა ეს ეტაპი არის წარმატებისკენ, ევროკავშირისკენ და ის ჩამონათვალი, რაც დღეს ვნახეთ, ყველაფერი ფინანსდება. წარმოგიდგენიათ რამხელა ხელშეწყობაა, აქ ასეულობით მილიონიან ინვესტიციებზეა საუბარი. სამართლიანობა, ეკონომიკა, ბუნების დაცვა, რაც ქვეყანას სჭირდება ყველა მიმართულებით ევროპა ამას აფინანსებს. მარტო დაფინანსებაც არ არის, აქ იქნება სპეციალისტების გამოგზავნა, ტრენინგები, ქვეყნის განვითარებისთვის ეს არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თემა.

ამიტომ, თუ „თიბისი კაპიტალი“ ამას უფრო განავრცობს და bmg დარწმუნებული ვარ გავრცელებას ხელს შეუწყობს, ძალიან კარგი იქნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ბენეფიტები აქვს ამას. მეც კი არ ვიცოდი ამდენი. ბევრს ჰგონია, რომ სტატუსს რომ აიღებენ პასპორტის გარეშე, ვიზის გარეშე შევლენ ევროპაში და რა უნდათ ევროპაში თუ განათლება არ აქვთ, ფინანსები არ აქვთ, თუ ბიზნესი არ აქვთ. ამ წარმატების მისაღწევად კი არ ყოფილა საჭირო უსასრულო დრო. დღეს ვნახეთ კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც 6 წელი სჭირდება მაქსიმუმ თუ იქნება დისციპლინა და მონდომება. ეს სხვა ცხოვრება და სხვა სტატუსია“, - აღნიშნა ჭყონიამ.

„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგ. ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვები.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები