მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასფალტი თუ ქვაფენილი" - გადაწყვეტილება, რომელიც მერიამ თითქმის ერთი წელია ვერ მიიღო

5cd19783d185e
ლიკა გურაბანიძე
07.05.19 18:53
2870
„ვარაზისხევში ქვაფენილი ხშირად ზიანდება და მინდა ვიკითხო თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს ასფალტი. ადგილზე ხმაური და მტვერია და პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. მინდა, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ საკითხზე. ისტორიული სტატუსი მას არ აქვს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ საკითხის მოწესრიგება და საფეხმავლო გზების გაფართოვება“, - ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა 2018 წლის 22 აგვისტოს გააკეთა.

დედაქალაქის პირველი პირის განცხადებას მსვლელობა მალევე მიეცა და Facebook-ში თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი გამოკითხვაც გამოჩნდა: „ფიქრობთ, თუ არა, რომ ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი, თანამედროვე, ევროპული ასფალტის საფარით უნდა ჩანაცვლდეს“?

Bm.ge დაინტერესდა, რა შედეგით დასრულდა 9 თვის წინ სოციალურ ქსელში გამოცხადებული გამოკითხვა და ზოგადად, რა მსვლელობა მიეცა კალაძის ინიციატივას, თუმცა დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არც კვლევაა ჩატარებული, რომელიც ვარაზისხევზე ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების მიზანშეწონილობას გასცემდა პასუხს.

რაც შეეხება გასული წლის აგვისტოში კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, ახლა მერიაში აღნიშნავენ, რომ „ეს უახლოეს მომავალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ ყოფილა“.

„თავის დროზე, როდესაც ქალაქის მერმა ვარაზისხევზე ასფალტის საფარის დაგების საკითხზე ისაუბრა, გამოითქვა მხოლოდ მოსაზრება იმის შესახებ, თუ ამ საკითხის მოგვარება, როგორ აჯობებდა. იქვე მერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ახლო მომავალში გადასაწყვეტი საკითხი არ იყო. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ - განუცხადეს BM.GE-ის მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები