მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშენდი ჯგუფმა" სახელმწიფო ქონებაში 10 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა - კომპანიის გეგმები

5e2ac0a9ee02c
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.20 15:00
3043
სამშენებლო-სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრის მმართველმა კომპანიამ "აშენდი ჯგუფმა" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზაციო ქონებიდან თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "პარლამენტის გარაჟები" 10 005 000 ლარად შეიძინა.

როგორც "აშენდი ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა ლერი ვარამაშვილმა BM.GE-ს უთხრა მათი კომპანია ამ ტერიტრიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის გაფართოებას გეგმავს, თუმცა საინვესტიციო მოცულობას ვერ აკონკრეტებს.

"ჩვენ სასაწყობე ფართებისა და სამშენებლო-სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრის მოწყობას ვაპირებთ. პირველი ნაბიჯები დაიწყო - უნდა გაკეთდეს პროექტი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა დაგეგმარება გვექნება, წინა ფლანგის ზოგადად შეცვლასაც ვაპირებთ. ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესში ვართ.

ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოცულობის ინვესტიციას განვახორციელებთ, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი, რა მასშტაბის იქნება პროექტი. ინვესტიცია პატარა არ იქნება.

ჩვენ სავაჭრო ცენტრის მშენებლობისა და მართვის გამოცდილება უკვე გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, როგორი პროექტი იქნება ამ შემთხვევაში.

პროექტის ძირითადი ნაწილი გაზაფხულისთვის დაიწყება უკვე - წინა მხარის დაგეგმარება, ტერიტორიის მოწყობა. მოვხსენით ღობე და ვაერთიანებთ ფართს, რომ ხალხი მიხვდეს რომ ამ ტერიტორიაზეც ჩვენი კომპანია აშენებს სავაჭრო კომპლექსს. ზუსტ პერიოდს, რამდენ ხანში დასრულდება პროექტი, ვერ ვამბობ. ეს პროექტირების შემდეგ გვეცოდინება. 1 თვე არის, რაც შევისყიდეთ და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ გავიგოთ რისი აშენების უფლება გვაქვს', - აცხადებს კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები