სავაჭრო კონფლიქტი მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის ისევ ესკალირებულია. ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩინეთი ოფიციალურად "მანიპულატორ ქვეყანად" აღიარა.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩინეთი ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის მანიპულირებას ახდენს, რათა საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა სახის ხეირი მიიღოს.
შტატების განცხადება ჩინური იუანის დოლარის მიმართ კურსის რადიკალურ დაცემას მოჰყვა. როგორც ცნობილია, ბოლო 11 წლის განმავლობაში, პირველად 1 დოლარის ღირებულება 7 იუანს გაუთანაბრდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის პოზიცია სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს.

























