მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს რუსეთს ენერგომატარებლების ბაზარზე"

5bc7446d49d0a
BM.GE
17.10.18 21:00
783
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, რომ აშშ-მა კონკურენცია გაუწიოს რუსეთს ენერგომატარებლების ბაზარზე. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა Fox Business-თან ინტერვიუს დროს.

ტრამპი ირწმუნება, რომ აქამდე აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს უახლოეს ისტორიაში არ გამოუვლენია ისეთი სიმკაცრე რუსეთის ფედერაციის მიმართ, ვიდრე მას. " სწორედ მე წამოვწიე საკითხი ამ აფიორაზე, რომელსაც წარმოადგენს მილსადენი (ჩრდილოეთ ნაკადი -2), იმაზე, რომ გერმანია მათ უხდის მილიარდებს ბუნებრივი აირისთვის. არავინ არ იცოდა ამის შესახებ, მხედველობაში მაქვს, რომ მათ კი იცოდნენ, მაგრამ არ საუბრობდნენ ამის შესახებ. მე ყურადღება მივაქცევინე ამაზე", - განაცხადა მან.

"ყურადღება მიაქციეთ ჩემს პოლიტიკას ენერგეტიკის სფეროში. მე ვხსნი ჩვენს ქვეყანას ბუნებრივი აირისთვის, ნავთობისთვის. და ეს არის კონკურენცია რუსეთისთვის", - აღნიშნა ტრამპმა.

ვაშინგტონი გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო კატეგორიული წინააღმდეგი გამოდის მილსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის მიმართ და აქტიურ ძალისხმევას არ იშურებს ამ პროექტის ბლოკირებისთვის.

OILNEWS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები