მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავის ახალი რაუნდი - ვაშინგტონი ჩინურ ლეიბებზე საბაჟო გადასახადს ზრდის

5ceff8037d580
მიშა ხაჩიძე
30.05.19 22:04
984
აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავის ახალი რაუნდი - ვაშინგტონი ჩინურ ლეიბებზე საბაჟო გადასახადს ზრდის.

როგორც დღეს აშშ-ის სავაჭრო სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ჩინურ ლეიბებზე საბაჟო მოსაკრებელი 1732%-ით გაიზრდება.

ფასი მოემატება ასევე, ჩინეთიდან, გერმანიიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ უჟანგავი ფოლადის ლუდის კონტეინერებსაც; ამ შემთხვევაში საბაჟო გადასახადი ჩინეთისთვის 80%-ით გაიზარდა, გერმანიისთვის - 8,61%-ით ხოლო მექსიკისთვის 18,48% -იანი მატება დაწესდა.

შტატების მორიგ გადაწყვეტილებას „ეკონომიკურ ტერორიზმად“ აფასებენ ჩინეთში. როგორც პეკინში გამართულ ბრიფინგზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წამომადგენელმა განაცხადა, „აშშ-ის ქმედებები ეკონომიკური შოვინიზმი და ეკონომიკური შეურაცხყოფაა’’.

ჟანგ ჰანჰუიმ იქვე დასძინა, რომ ჩინეთი „სავაჭრო ომის“ წინააღმდეგია, თუმცა არაფრის ეშინია.

ამასთან, ჩინელმა დიპლომატმა რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება დააანონსა.

„ჩინეთი და რუსეთი ნამდვილად გაააქტიურებენ ეკონომიკურ კოოპერაციას და გააძლიერებენ სავაჭრო კავშირებსაც“, - განაცხადა ჟანგ ჰანჰუიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები