ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას საჩივრით მიმართა, რომლის თანახმადაც, პეკინს ბრინჯის, ხორბლისა და სიმინდის სუბსიდირების არასწორ გადანაწილებაში ადანაშაულებს.
„ჩინეთის ხელისუფლებამ გარკვეულ პროდუქტებზე, დააწესა ფასი, რომელიც საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალია, შესაბამისად, ამ ფაქტმა არასამართლიანი სუბსიდირება გამოიწვია, რაც გარკვეულწილად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება“ - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
როგორც ოფიციალური ვაშინგტონი იუწყება, ჩინეთმა 100 მილიარდი დოლარით გადააჭარბა ორგანიზაციასთან დადებულ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობდა ბრინჯის მწარმოებლების სუბსიდირებას, იმისათვის, რომ მომხდარიყო ჩინელი ფერმერების სტიმულირება და შედეგად გაზრდილიყო წარმოება.

























