ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩინეთში მიკროჩიპების ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
სანქცია შეეხებათ უმსხვილეს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს - Nvidia-ს, AMD-სა და Intel-ს. კერძოდ, ეს კომპანიები ვეღარ შეძლებენ ჩინეთის ბაზარზე მაღალი წარმადობის ჩიპების და ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული პროცესორების გაყიდვას.
ექსპერტების შეფასებით, ეს შეზღუდვა ყველაზე დიდ დარტყმას Nvidia-სთვის წარმოადგენს, რადგან ის ამჟამად AI ჩიპების წარმოების მიმართულებით გლობალური ლიდერია და ჩინეთი კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ის შემოსავლების 25%-ს აგენერირებს.
თეთრი სახის განმარტებით, ნახევარგამტარების ინდუსტრია აშშ-ჩინეთისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სექტორია, ამიტომაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს, რომ ამ მიმართულებით პეკინმა უპირატესობა მოიპოვოს და ამერიკული ტექნოლოგიით ისარგებლოს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.