მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და არგენტინა ახალ სავაჭრო შეთანხმებას დადებენ - რას მოიცავს გარიგება?

ტრამპი

ამერიკის შეერთებულ შტატები და არგენტინა ახალი სავაჭრო შეთანხმების დადებისთვის ემზადებიან. ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით, ოფიციალური ბუენოს-აირესი ამერიკული პროდუქტების დიდი ნაწილისთვის ბაზარს სრულად გახსნის. მათ შორის მედიკამენტებისთვის, ქიმიკატებისთვის, დანადგარებისთვის, IT პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის ნაწარმისთვის. სანაცვლოდ, აშშ არგენტინას ტარიფებს რამდენიმე საიმპორტო პროდუქტზე, მათ შორის ბუნებრივ რესურსებსა და დაუპატენტებელ ფარმაცევტულ პროდუქტებზე გაუუქმებს.

ჩარჩო-დოკუმენტზე შეთანხმებას როგორც თეთრ სახლში, ისე ბუენოს-აირესში დადებითად გამოეხმაურნენ. მხარეები აცხადებენ, რომ ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს. ამასთან, ხელს შეუწყობს ინვესტიციებს მოზიდვას. გარიგების დაანონსების ფონზე, არგენტინის ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ საწარმოო სტანდარტებს ამერიკულს დაუახლოებს. მათ შორის, უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების შემოღებას და აკრძალავს ისეთი პროდუქტებით ვაჭრობას, რომელთა წარმოების პროცესშიც დასაქმებულთა უფლებები კრიტიკულად ირღვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები