აშშ, დამატებით, 100 მილიონ დოზა Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინას შეიძენს. ამიშ შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ ჯანდაცვის და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Pfizer-ი მინიმუმ 70 მილიონ დოზა ვაქცინას აშშ-ის 30 ივნისისთვის მიაწვდის, ხოლო ვაქცინის დანარჩენი დოზა ხელმისაწვდომი გახდება არაუგვინეს 31 ივლისისა.
CNN-ი წერს, რომ ამ გარიგების ჩათვლით, აშშ-ის ფედერალურ მთავრობას, ჯამში, 4 მილიარდ აშშ დოლარად 200 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა ექნება შეძენილი.
აშშ-ის მთავრობას და Pfizer-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დამატებით 400 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენას ითვალისწინებს.

























