იანვარ-მაისში საქართველოში იახტების იმპორტი 16.7%-ით გაიზარდა. განსაკუთრებულია ზრდა აშშ-დან 56%.
ჯამში, 5 თვეში საქართველომ 1.1 მლნ აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში $981.2-ის იახტები შემოვიდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის 5 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი იახტა იყიდა, რაოდენობა კი, მითითებული არ არის :
- აშშ - $587.3 ათასი;
- ბელგია - $327.3 ათასი;
- უკრაინა - $63.6 ათასი;
- კანადა - 60.4 ათასი;
- პორტუგალია - 46.4 ათასი.
ცნობისთვის, გასულ წელს ჯამურად საქართველომ 3.5 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, როცა ქვეყანაში 4.1 მლნ-ს იახტები შემოვიდა. სწორედ 2022 წელი იყო საქართველოში იახტების იმპორტის კუთხით რეკორდული.
წლის პირველ 5 თვეში კი, ყველაზე მეტი იახტა ასევე 2022 წელს შემოვიდა 1.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.