მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ ევროკავშირს $11 მილიარდის ტარიფებს უწესებს

5cade099a17de
ლევან თაღიაშვილი
10.04.19 11:00
596
როგორც Businessinsider წერს, აშშ ევროკავშირს $11 მილიარდის ტარიფებს უწესებს, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე წერს.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ევროკავშირი ასუბსიდირებდა Airbus-ს, რის გამოც სავარაუდოდ, არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და ამან უარყოფითად იმოქმედა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაზე. აშშ-მა გადაწყვიტა $11 მილიარდის ტარიფები დააწესოს ევროკავშირის პროდუქტებზე. ევროგაერთიანება დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ჩვენთან არასამართლიანი ვაჭრობიდან სარგებელს, ეს უნდა დასრულდეს“, - წერს ტრამპი.

როგორც Businessinsider წერს, ეს ნაბიჯი ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას არ უკავშირდება და დამოუკიდებელი პროცესია.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს არაერთხელ უხსენებია არასამართლიანი სავაჭრო ბალანსი ევროკავშირთან და ჩინეთთან, რომლის გამოსწორებაც მან ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს დაისახა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები