სულ რაღაც მესამე დღეა გასული მას შემდეგ, რაც შტატებმა და ჩინეთმა დაძაბული ეკონომიკური ვითარების მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს და სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება გადაწყვიტეს - შტატები ახალი მუქარით გამოდის, ამჯერად ევროკავშირის წინააღდეგ.
ვაშინგტონი ევროკავშირს 4 მილიარდ დოლარის ოდენობის პროდუქციაზე დამატებითი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. განცხადება ამასთან დაკავშრიებით შტატების სავაჭრო პალატაში გაკეთდა.
სიაში, რომელიც სავარაუდოდ შეზღუდვები დაუწესდება, 90-მდე დასახელების პროდუქცია მოხვდა, მათ შორის, გაუდას ყველი, ზეთისხილი, ალკოჰოლური სასმელები, მაკარონი და სხვა.
მიზეზი ავიამრეწველობის სუბსიდირებაზე შეუთანხმებლობაა. დავა შტატებსა და ევროპის 4 ქვეყანას: საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიას შორის 2004 წლიდან მიმდინარეობს. ტრამპმა სადამსჯელო ტარიფების დაწესებაზე ადრეც არაერთგზის განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა შტატების ახალი გადაწყვეტილება რეალურად ძალაში.

























