ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ადმინისტრაციამ ჰორმუზის სრუტეზე გავამალი გემებისითვის საგანგებო განცხადება გაავრცელა და კაპიტნებს მოუწოდა, აღნიშნული მონაკვეთის გავლისას ირანის ტერიტორიული წყლებისაგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირონ.
როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა ნეიტრალურ წყლებში მოძრავ არაერთ ხომალდზე ირანელი სამხედროების ასვლა და გემების უნებართვო ჩხრეკა.
ბოლო ასეთი ინციდენტი 3 თებერვალს მოხდა, როცა კერძო კომპანიის გემი ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის მცირე ნავებმა და ვერტმფრენმა შეაჩერეს, ხომალდზე ავიდნენ და მისი შემოწმება დაიწყეს.
ოფიციალურ ვაშინგტონში გემების მფლობელ კომპანიებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეაცვლევინონ მათ კაპიტნებს განსაზღვრული მარშრუტი და ჰორმუზის სრუტის გავლისას ყოველთვის ომანის სიახლოვეს იცურონ. საზღვაო ადმინისტრაცია ასევე წერ, რომ თუ ირანული ხომალდები გამოჩნდებიან და მათ გაჩერებას გადაწყვეტენ, არ გაუწიონ წინააღმდეგობა ძალისმიერი გზებით, თუმცა დაუყოვნებლივ აცნობონ ეს როგორც კომპანიას, ისე ოფიციალურ უწყებებს.
სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილება დროში ემთხვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას, შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი რამდენიმე დღით გადმოდოს და ოთხშაბათს გამართოს. არსებობს ინფორმაცია, რომ ორი მოკავშირე ქვეყნის ლიდერი ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს განიხილავენ და ისაუბრებენ მოვლენათა განვითარების იმ სცენარზე, როცა დიპლომატიური მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს ირანთან სამხედრო დაპირისპირებაში ორივე მხარე იყო ჩართული. ამჯერადაც, ოფიციალური თეირანი სწორედ ისრაელის მიზანში ამოღებით იმუქრება, თუ აშშ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს.




























