მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

ტრამპი

საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჰუსიტებსა და ირანზე ერთობლივი იერიშების მიტანას სერიოზულად განიხილავს.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ჰუსიტების მიერ განხორციელებული დარტყმები თეირანის მიერ იყო წაქეზებული და რომ ის მიზნად რეგიონში დაპირისპირების ახალი კერის შექმნასა და გლობალურ სანავთობო ბაზარზე ზეწოლის გაზრდას ისახავდა მიზნად.

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით ან მასშტაბით შეიძლება ჩაერიოს პროცესებში შტატები.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმას ამერიკის მოქალაქე შეეწირა და იემენელ ტერორისტებს იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა. რუბიომ ოფიციალურ ერ-რიადს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი პირადადაც გამოუგზავნა.

ინფორმაციისთვის, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შაბათ ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 309 პირი კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის საუდის არაბეთის ოთხი მკვიდრი, ორი ბანგლადეშელი, ასევე აშშ-ის, ეგვიპტის, იორდანიის, სირიის, პალესტინისა და სუდანის თითო მოქალაქე აღმოჩნდა.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ მომხდარი სამხედრო დანაშაულად შეაფასა და მკაცრი პასუხის გაცემა დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები