მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით "რადიო თავისუფლების" ქართული ოფისის დახურვა იგეგმება

5c90ac3293907
BM.GE
19.03.19 12:45
1247
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა 2020 წლის აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რიგი მიმართულებით ხარჯების დაზოგვას ითვალისწინებს. 

პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული. ეს შემცირება ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

"რადიო თავისუფლება" 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია.

მთლიანობაში ტრამპის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფედერალური ბიუჯეტია, 4.7 ტრილიონი ხარჯვითი ნაწილით, რაც თავდაცვისთვის გაწეული ხარჯების 750 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს. 8.6 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერების აღსამართად არის გათვალისწინებული. ამავე დროს ბიუჯეტი 1.9 მილიარდის შეკვეცას და დანაზოგს ითხოვს სოციალური პროგრამების ხარჯზე.

ახლა ჯერი კონგრესზეა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს და მასში კორექტირებები შეიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები