მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ადმინისტრაცია 43 ქვეყანასთან ვიზების გაცემის აკრძალვას ან/და შეზღუდვებს განიხილავს - მედია

ტრამპი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ში შესვლა 11 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალოს და ე.წ წითელ სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. Euronews-ის თანახმად, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჯამში სამ სიას შექმნის, რაც 43 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას აუკრძალავს ან გაურთულებს.

წითელ სიაში მოხვედრილი ქვეყნებია:

  • ავღანეთი;
  • ბუტანი;
  • კუბა;
  • ირანი;
  • ლიბია;
  • ჩრდილოეთ კორეა;
  • სომალი;
  • სუდანი;
  • სირია;
  • ვენესუელა;
  • იემენი.

"წითელი სიის" გარდა ასევე შეიქმნება "ყვითელი და ნარინჯისფერი სიები". აქ მოხვედრილ ქვეყნებში შეიზღუდება აშშ-ის საიმიგრაციო, ტურისტული და სასწავლო ვიზების გაცემა. ამ კატეგორიაში მოხვდნენ: ბელორუსი; ერიტრეა; ჰაიტი; ლაოსი; მიანმარი; პაკისტანი; რუსეთი; სიერა-ლეონე; სამხრეთ სუდანი და თურქმენეთი.

"ყვითელ სიაში" მოხვედრილ ქვეყნებს განუსაზღვრელი ვადით დაუწესდებათ მოგზაურობაზე შეზღუდვა ან ვიზის მიღების პროცესში მძიმე შეზღუდვები იმოქმედებს. ამ სიაში მოხვდნენ: ანგოლა; ანტიგუა; ბარბუდა; ბენინი; ბურკინა-ფასო; ვანუატუ; კამბოჯა; დომინიკის რესპუბლიკა; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა; ზიმბაბვე; კაპე ვერდე; კამბოჯა; კამერუნი; კონგო; ლიბერია; მავრიტანია; მალავი, მალი, სან-ტომე და პრინსიპი, გვინეა, სენტ-კიტსი და ნევისი და ჩადი. ამ დრომდე თეთრ სახლს ამ სიებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებმა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები