აშშ-ის ავტომარეგულირებელმა 77 000-ზე მეტ Nissan SUV-ზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია Nissan-ის 2021 წლის კროსოვერ Rogue მოდელებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მიზეზი საჭესთან დაკავშირებული პრობლემები გახდა, მას შემდეგ, რაც საჭის კონტროლის დაკარგვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
მარეგულირებლის განცხადებით, კვლევის ფარგლებში შეფასდება აღნიშნული მოდელების ტექნიკური ხარვეზის მიზეზი და უსაფრთხოება.
ცნობისთვის, აშშ-ის ავტომარეგულირებელმა, მიმდინარე წლის ივნისშიც დაიწყო გამოძიება Nissan-ის დაახლოებით 75 000 ავტომობილის გამართულობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქმე 2015 წლის Rogue Selects მოდელებს ეხება და მიზეზი ე.წ. "ეარბაგების" ხარვეზი გახდა.