აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იქნება. როგორც საელჩოს ოფიციალური Facebook გვერდი იტყობინება, ელჩმა უკვე დადო ფიცი.
“მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას”,- წერია პოსტში.
bm.ge დეტალების გასარკვევად აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას ახალი ელჩი საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან 2018 წლის თებერვალში გაიწვიეს, მას შემდეგ ელჩის პოსტი ვაკანტურია.