აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შეთავაზების მიხედვით, აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტი $4.7 ტრილიონი იქნება.
Yahoo Finance წერს, რომ არსებულ თანხაში $8.6 მილიარდი კედლის აშენებისთვისაა გამოყოფილი. არსებული ბიუჯეტი, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, რომელიც 2020 წლისთვის 50 მილიარდით მოიმატებს და $750 მილიარდს მიაღწევს.
რაც შეეხება ჯანდაცვის ნაწილს, პრეზიდენტს ეს ხარჯები $845 მილიარდით აქვს შემცირებული. როგორც Yahoo Finance წერს, დიდი ალბათობით, კონგრესი ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს არ მიიღებს და ტრამპს მისი კორეკტირება მოუწევს.

























