მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი წელს $2 ტრილიონს მიაღწევს

აშშ-ის კონგრესი

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2026 ფისკალურ წელს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი სულ მცირე 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

უწყების ანგარიშის მიხედვით, თეთრი სახლის ხარჯვითი პოლიტიკა აღემატება კონგრესის საბიუჯეტო ოფისის თებერვლის პროგნოზს, რომელიც მაჩვენებელს $1.8 ტრილიონის ფარგლებში განსაზღვრავდა. შედარებისთვის, გასულ ფისკალურ წელს აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა $1.8 ტრილიონს ოდნავ გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა საპროცენტო ხარჯების მატებითა და სოციალური პროგრამების, მათ შორის Social Security-ისა და Medicare-ის გაზრდილი დაფინანსებით არის განპირობებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საბიუჯეტო დეფიციტი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც 2020 ფისკალურ წელს მაჩვენებელმა $3.1 ტრილიონს მიაღწია, მომდევნო წელს კი $2.8 ტრილიონი შეადგინა.

ცხადია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ფონზე, იმატებს აშშ-ის ვალის მოცულობა, რომელიც ამჟამად რეკორდულ $39.3 ტრილიონს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები