ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა.
ზრდის ეს ტემპი ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 2.5%-თან შედარებით 0.7 პროცენტული პუქნტით მეტია.
ანგარიში აჩვენებს, რომ ფედერალური მთავრობის 5-კვირიანი “შათდაუნის” მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაინც მყარად იზრდება.
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ინფლაციამ 0.8% შეადგინა, მოქალაქეთა განკარგვადი შემოსავალი კი $116 მილიარდი დოლარით, ანუ 3%-ით გაიზარდა.

























