მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩი სენატორების წერილის შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს

5ec52e6f68386
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.20 15:05
5789
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 15 მაისს აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. დეგნანის შეფასებით, ის როგორც ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, ვერ გააკეთებს შეფასებას იმ განცხადებებზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მიერ კეთდება, თუმცა, ამავდროულად, ელჩი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ აშშ-ში განცხადებები კეთდება იმ პირებისგან, რომელთაც უნდათ, რომ წარმატებული საქართველო იხილონ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ელჩი შეეხო, სენატორთა წერილში ირანთან ეკონომიკური კავშირების საკითხია. მისი თქმით, საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ საკმაოდ სიღრმისეულია.

”მე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, თავს ვიკავებ ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენელთა განცხადებების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან. ნებისმიერი საუბარი და განცხადება აშშ-ის თანამდებობის პირთაგან კეთდება იმ ადამიანების მიერ, ვისაც სურს, რომ საქართველოში მეტი განვითარება და წარმატება იხილოს.

ჩვენი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ არის საკმაოდ სიღრმისეული", - განაცხადა კელი დეგნანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები