მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ფასის პროგნოზი $97.44-მდე გაზარდა

ნავთობი

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა 2026 წლისთვის Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 1.2%-ით გაზარდა და ბარელზე $96.32-დან $97.44-მდე განსაზღვრა.

შეგახსენებთ, გლობალური მარაგების შემცირების, სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერებზე თავდასხმებისა და საზღვაო გადაზიდვების შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე, ბაზარზე ნედლეულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ამას გარდა, გაზრდილმა სატრანსპორტო ხარჯებმა გლობალურ ბაზარზე არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა.

უწყების გათვლებით, მიმდინარე წლის ბოლომდე Brent-ის სპოტური ფასი ბარელზე დაახლოებით $100-ის ფარგლებში შენარჩუნდება. 2027 წლისთვის კი ადმინისტრაცია ნედლი ნავთობის საშუალო ფასის $85.78-მდე შემცირებას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები