მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ერთ-ერთ შტატში 30 წლამდე პირებს, შესაძლოა, სიგარეტის ყიდვა აეკრძალოთ

5c583a5f6070a
ლევან თაღიაშვილი
05.02.19 00:18
2557

2020 წელს, ჰავაიში, შესაძლოა, 30 წლამდე ასაკის ადამიანებმა სიგარეტის ყიდვა ვეღარ შეძლონ. შტატის საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წევრის რიჩარდ კრეიგანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სიგარეტის გაყიდვების მაქსიმალურ შემცირებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს.

ეს ყველაფერი არაა, კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის ერთ-ერთ შტატში 2021 წელს მინიმალური ასაკი 40 წლამდე აიწევს, 2022 წელს - 50-მდე, 2023 წელს - 60-მდე, 2024 წელს კი, მხოლოდ 100 წელს გადაცილებული ადამიანები შეძლებენ სიგარეტის შეძენას.

არსებული რეგულაცია არ შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, სიგარას ან საღეჭ თამბაქოს.

კრეიგანი, რომელიც პროფესიით ექიმია, აცხადებს, რომ რეგულაციებმა სიგარეტის მოხმარება შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სურს სიგარეტი საერთოდ გაქრეს სავაჭრო დახლებიდან.

მისივე განმარტებით, შტატი ვალდებულია, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე და მისი ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები