მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მაისში შეწყვეტს - Goldman Sachs

6437be2552610
გიორგი თოლორდავა
13.04.23 12:39
1335
უოლ-სტრიტის წამყვანი საინვესტიციო ბანკის ანალიტიკური დეპარტამენტის პროგნოზით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმდინარე წლის მაისში შეწყვეტს.

Goldman Sachs-ის ვარაუდით, ბოლო შეხვედრაზე FED-ის კომიტეტი ძირითად რეფინანსირების განაკვეთს დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაზრდის, ამის შემდეგ კი ამერიკის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაზე გადაერთვება.

საინვესტიციო ბანკის წინა პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ივნისში უნდა დასრულებულიყო და საერთო ჯამში განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა და ინფლაციურმა სტატისტიკამ, შესაძლოა, FED-ს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგოს.

სწორედ გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონე 6%-დან 5%-მდე შემცირდა, რაც ვარდნის საკმაოდ მკვეთრი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების პოზიტიურ პროგნოზსაც კი აღემატება.

გარდა ამისა, მსხვილი ამერიკული ბანკების, მათ შორის, SVB-ის, Signature-სა და Silvergate-ის გაკოტრების ფონზე, ფედერალურ რეზერვს შედარებით კონსერვატიული სტრატეგიის არჩევა უწევს, რაც სწორედ მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის არგუმენტია.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს, ამ შემთხვევაში Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები FED-ის გააქტიურებას წლის ბოლოსკენ ელოდებიან, როდესაც წლიური ინფლაცია და საბაზო CPI სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები