2020 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 5.0%-მდე შეამცირა.
უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ინფლაციასთან და უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ფედერალური რეზერვი მომდევნო თვეების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირებს.
FED-ის მხრიდან განაკვეთის შემცირება იმას ნიშნავს, რომ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ამერიკულ დოლარში აღებული სესხი კი - გაიაფდება.