მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ოქროს მერყეობას ჩინეთს და სპეკულაციას უკავშირებს

ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ოქროს ბაზარზე არსებული მერყეობა ჩინელ ტრეიდერებს და სპეკულაციას დაუკავშირა.

Fox News-თან ინტერვიუში მან განმარტა, რომ ოქროს ფასის მკვეთრი ზრდა და შემდგომი ვარდნა კლასიკური სპეკულაციური მოვლენაა, რომელიც ჩინეთის ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ გაამწვავა.

ბესენტის თქმით, ცოტა ხნის წინ, ჩინურმა მარეგულირებელმა იძულებით გაამკაცრა სავაჭრო მოთხოვნები, რათა შეეფერხებინათ ლევერიჯირებული ვაჭრობა, რამაც ბაზარზე პანიკური გაყიდვები გამოიწვია. ეს მოვლენა ზუსტად დაემთხვა პერიოდს, როდესაც ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს, უნციაზე 5,600 დოლარს უახლოვდებოდა, რომელსაც შემდგომ მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

ექსპერტთა ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ოქროს გაძვირება სწორედ ჩინეთთან იყო დაკავშირებული, რომლის ცენტრალურმა ბანკმა შესყიდვები გაზარდა, რამაც ბაზარზე მოთხოვნა გააჩინა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ თავად ოქროს გაძვირებაც და ამ ტენდენციით სარგებლის მიღებაც სწორედ ჩინეთის მთავრობის გეგმის ნაწილი ყოფილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები