მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფინანსთა მინისტრს უკრაინაში, იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე ფაქტობრივად, უარი უთხრეს - ტრამპი

 დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, როდესაც უკრაინამ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

ტრამპს არ უთქვამს, არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ეს, რატომაც უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ახალი არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

„სკოტ ბესენტი რეალურად წავიდა იქ და მას საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან ფაქტობრივად, მათ უთხრეს "არა" და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა. მან ბევრი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა და ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსთა მინისტრზე. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და იქ რომ მივიდა, ცარიელი დაბრუნდა. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს“, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ამ შეთანხმების აღდგენას, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ გარიგებას. ნახავთ, რა მოხდება, მაგრამ მე აღვადგენ შეთანხმებას ან რაღაცები მას არ გაახარებს. შეხედეთ, არჩევნების დროა“, – თქვა ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები