2025 წლის აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გრანდ სლემი იქნება, მოთამაშეთა საპრიზო თანხა $85 მილიონს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება, სხვა სამ მთავარ ტურნირს: უიმბლდონს, ავსტრალიას და საფრანგეთის ღია პირველობას.
წლევანდელი ჯილდო 21%-ით აღემატება 2024 წლის $70 მილიონიან საპრიზო ფონდს, რომელიც თავის დროზეც რეკორდული იყო. საპრიზო ფონდის ზრდა მოთამაშეთა უკმაყოფილების ფონზე ხდება, რომლებიც წლების განმავლობაში პროტესტს აცხადებდნენ იმაზე, თუ რამდენად მცირე წილს იღებდნენ სატურნირო შემოსავლებიდან.
მამაკაც და ქალ ტოპ-მოთამაშეებს დაქირავებული ჰყავთ ქალთა ტურის (WTA) ყოფილი გენერალური დირექტორი ლარი სკოტი, რომელიც გრანდ სლემის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აწყობს მათი სახელით. მაშინ როცა ორგანიზატორები რეკორდულ პრიზებზე საუბრობენ, მოთამაშეები მიუთითებენ, რომ შემოსავლების განაწილებაში დიდ უთანასწორობას ხედავენ: აშშ-ის გუნდურ სპორტებში (NFL, MLB, NBA) სპორტსმენები შემოსავლების თითქმის 50%-ს იღებენ, ჩოგბურთში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ საშუალოდ 15%-ის ფარგლებშია.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, USTA-მ 2025 წლის პრიზების გაზრდა ძირითადად ტურნირის გვიან ეტაპებზე გასულ მოთამაშეებისკენ მიმართა — წლების განმავლობაში კი პრიორიტეტი პირველ რაუნდებსა და საკვალიფიკაციო ტურნირს ენიჭებოდა.
— ჩემპიონები (მამაკაცები და ქალები) მიიღებენ $5 მილიონს
— დუბლების გამარჯვებულები, მათ შორის ახალ, ორდღიან შერეულ წყვილთა ტურნირზე, მიიღებენ $1 მილიონს თითო წყვილი
— ფინალისტები — $2.5 მილიონი (39%-ით მეტია 2024 წელზე)
— ნახევარფინალისტები — $1.26 მილიონი (ზრდა 26%)
— მეოთხედფინალისტები — $660,000 (ზრდა 25%)
— მე-16 ეტაპზე გასულები — $400,000 (ზრდა 23%)
— ძირითადი ბადეში გასვლა — $110,000 (ზრდა 10%)
— საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები — $27,500
მიუხედავად იმისა, რომ გრანდ სლემების გამარჯვებულთა ჯილდოები ინდივიდუალურ სპორტში მსოფლიოში ყველაზე დიდია, მოთამაშეები საერთო შემოსავლებიდან მაინც ნაკლებ წილს იღებენ.
2025 წლისთვის აშშ-ის ღია პირველობის საპრიზო ფონდი სხვა გრანდ სლემების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა მოთამაშეები ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ თანხების რაოდენობას, არამედ შემოსავლის პროცენტულ წილს, რომელსაც ისინი იღებენ.
მაგალითად, უიმბლდონზე წელს პრიზების $72 მილიონის ფონდი მხოლოდ 13%-ს შეადგენდა ტურნირის $553 მილიონიან შემოსავლებში. ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობებზე ეს მაჩვენებელი 17%-ზე ოდნავ დაბალი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაცია თავისი შემოსავლების ანგარიშში სხვა ტურნირებსაც ითვლის.
გრანდ სლემების ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ისინი განსხვავდებიან სხვა სპორტის ლიდერებისგან — შემოსავლის დიდი ნაწილი, მათივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩოგბურთის პოპულარიზაციასა და ქვეყანაში სპორტის მხარდაჭერაზე იხარჯება.
თუმცა ამ არგუმენტს ნაკლებად ითვალისწინებენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ოთხი გრანდ სლემის ქვეყნებიდან არ არიან.
ტურნირებს შორის კონკურენცია — უკეთესი ინფრასტრუქტურის, გამოცდილების და საბოლოო ჯამში პრიზების გაზრდაში — კვლავ გრძელდება. სავარაუდოდ, USTA-ს ეს ნაბიჯი სხვა გრანდ სლემებსაც აიძულებს 2026 წლისთვის კომპენსაციის დონე გაზარდონ.




























