მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-ის გულწრფელი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე მივა" - დანიგენი

აშშ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიზანია, დარწმუნდეს, რომ ქართველი ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ეცოდინება, რომ ის სამართლიან გარემოში გაიმართა - ამის შესახებ მან აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის სახელმწიფოს ერთობლივი პროექტის - "საარჩევნო კომპასი საქართველო 24" - ოფიციალურ გახსნაზე ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ "საარჩევნო კომპასი 24" ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.

"საარჩევნო კამპანიების სეზონზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, თუმცა არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველია. ამომრჩევლები მომავალი არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილიც იქნებიან და ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რას წარმოადგენენ პარტიები, რომლებსაც ისინი ხმას აძლევენ, რა პოლიტიკას ატარებენ ისინი.

აშშ-ის გულწრფელი მიზანი და ჩვენი აქ ყოფნის, გერმანიასა და ევროკავშირთან პარტნიორობის მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ქართველი ამომრჩევლები არჩევნებზე მივლენ, ეცოდინებათ, რომ მათი ხმა დაცულია, რომ არჩევნები სამართლიანია, ეცოდინებათ, რომ პარტია, რომელსაც მხარს უჭერენ, გამოხატავს იმ ღირებულებებს, რასაც თავად უჭერენ მხარს", - ამბობს დანიგენი.

აშშ-ის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ ახალი პლატფორმით და ხმას იმ პარტიას მისცემენ, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები