აშშ-ის ხაზინამ საქართველოს ძალოვანი სამსახურის მაღალჩინოსნები, სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა. ეს არის სრულმასშტაბიანი ფინანსური სანქცია, რაც აქტივების გაყინვას წარმოადგენს.
აშშ-ის ხაზინა მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობასა და ადამიანების უფლებების შელახვაში, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება.
მათთან ერთად აშშ-ის ხაზინის მიერ სანქციები დაუწესდა პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის "ალტ ინფოს" ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას ზურაბ მახარაძეს. მათთან მიმართებით აშშ-ის ხაზინა წერს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ 2021 და 2023 წლის ძალადობრივ შეკრებებში, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა.
ეს აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ წარმოადგენს ფინანსური სანქციების გამოყენების პირველ შემთხვევას წარმოადგენს.