მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აშშ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა "MEGOBARI" აქტს მხარი დაუჭირა.

მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.

"ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, შემოკლებით “MEGOBARI” აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრაზე დღეს იქნა გატანილი.

"MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდასავლური კურსისა და რიტორიკის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების დაახლოებას, მათ შორის სამხედრო დახმარების პაკეტის გაზრდას, ასევე სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობას და საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები