ამერიკის შეერთებული შტატების წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ის მიერ შემუშავებული წონაში კლების ახალი აბები დაამტკიცა.
პრეპარატი, სახელწოდებით Foundayo (ორფორგლიპრონი), GLP-1 რეცეპტორების აგონისტების კლასს მიეკუთვნება. ბაზარზე აქამდე არსებული პოპულარული საშუალებებისგან განსხვავებით, Foundayo-ს მიღება პაციენტებისთვის ინექციის გარეშე, ორალურად არის შესაძლებელი.
კლინიკური კვლევების თანახმად, პაციენტებმა, რომლებიც პრეპარატის მაქსიმალურ დოზას იღებდნენ, საშუალოდ სხეულის მასის 12.4% დაკარგეს.
ექსპერტების აზრით, აბების ფორმის მქონე მედიკამენტი ბაზარზე წონაში კლების საშუალებების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეპარატი ბაზარზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება. FDA-ის მხრიდან დასტურის მიღების ფონზე, კომპანიის აქციების შეფასება 4%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ $902 მილიარდს მიაღწია.




























