საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, როლანდ ლესკურმა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ სკოტ ბესენტთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ აშშ გრენლანდიის დაიკავებს, ეს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
ლესკური აცხადებს, რომ დანიის სამეფოს საკუთრებაში არსებული ავტონომიური ერთეულის დაპყრობა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება. “გრენლანდია ევროკავშირის წევრი სუვერენული სახელმწიფოს, დანიის ნაწილია და მის ბედზე შტატებსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება დაუშვებელია” - განაცხადა საფრანგეთის პირველმა ფინანსისტმა.
თუმცა რონალდ ლესკურმა ისიც აღნიშნა, რომ სავაჭრო საკითხებზე არსებული უთანხმობების, ამერიკული ტექ-გიგანტების რეგულირებასთან დაკავშირებული უკმაყოფილებისა თუ გრენლანდიის მიმართ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მაინც უნდა გაგრძელდეს და პრობლემები დიპლომატიურად გადაიჭრას. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საუბრისას ევროკავშირის ჩინურ იშვიათ მეტალებზე დამოკიდებულების საკითხიც განიხილეს. როგორც ირკვევა, მოახლოებულ დიდი შვიდეულის სამიტზე ოფიციალური პარიზი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების ახალ გეგმას წარადგენს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობა მოიპოვოს.




























