აშშ-ის მთავრობამ სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილის მიწოდება დროებით შეაჩერა. მიზეზი კი ისაა, რომ სენატმა ახალი ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო. კანონპროექტმა, რომელსაც ფედერალური ხელისუფლება 16 თებერვლამდე უნდა დაეფინანსებინა, ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა.
BBC წერს, რომ ბიუჯეტის ჩაგდება ათასობით ადამიანზე მოახდენს გავლენას, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ. მათ ახალი ბიუჯეტის მიღებამდე იძულებით შევულებაში მოუწევთ ყოფნა.
შედეგად, სახლში დარჩენა მოუწევთ ისეთ სახელმწიფო სფეროებში მომუშავეებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, გარემო, ტრანსპორტი და ა.შ. ისინი ორშაბათს სამსახურში წასვლის ნაცვლად სახლში დარჩებიან.
შესაძლოა, შეჩერდეს ვიზისა და საპასპორტო პროცედურებიც. ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, მოხდეს მუზეუმებისა და ეროვნული პარკების დახურვაც. თუმცა, ისეთი სერვისები, როგორებიცაა სიცოცხლისა და ადამიანური საკუთრების დაცვა, მათი მიწოდება გაგრძელდება.
ბოლოს ბიუჯეტის მიღება აშშ-ში 2013 წელს ჩავარდა და ახალი დოკუმენტის მიღებას 16 დღე დასჭირდა.

























