მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მთავრობა კვირაში $43.5 მილიარდის სესხს იღებს

ვალი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უახლესი მონაცემებით, მიმდინარე ფისკალური წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ქვეყანა კვირაში საშუალოდ 43.5 მილიარდი დოლარის სესხს იღებდა, რათა ბიუჯეტის დეფიციტი დაეფარა და სახელმწიფო ხარჯები გაესტუმრებინა.

მხოლოდ ვალის პროცენტის გადასახდელად საჭირო თანხა 2026 წელს 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკა უფრო მეტს დახარჯავს ვალის პროცენტზე, ვიდრე თავდაცვის მთლიან ბიუჯეტზე ან ჯანდაცვის პროგრამაზე.

ეკონომისტები ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ ვალის ასეთი ტემპით დაგროვება უსასრულო სპირალს ქმნის, რადგან ყოველი ახალი სესხი კიდევ უფრო ზრდის ბიუჯეტზე წნეხს, რაც მთავრობას მეტი ვალის აღებას აიძულებს.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, თუ ხარჯვის პოლიტიკა არ შეიცვლება, 2026 წელი ფისკალური მდგრადობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იქნება აშშ-ის ისტორიაში.

ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ბაზარზე ინვესტორები ამერიკული ფასიანი ქაღალდების შეძენის სანაცვლოდ, უფრო მაღალ პროცენტულ სარგებელს ითხოვენ, რადგან ისინი ობლიგაციების მიწოდების უპრეცედენტო ზრდას ხედავენ. ეს კი თავისთავად ისევ ზრდის მთავრობის მიერ ახალი ვალის აღების ღირებულებას, რაც ქმნის წრეს, რომლიდან გამოსვლაც მკაცრი ფისკალური რეფორმების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ მოცემულობის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო ვალის მოცულობა რეკორდულ $38.5 ტრილიონს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები