მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ნავსადგურის დასაქმებულების გაფიცვა დასრულდა - დავა კვლავ მიმდინარეა

გაფიცვა

აშშ-ის ნავსადგურების თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა.

ამერიკული მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულები აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას დათანხმდნენ დავა გრძელდება. შეთანხმების დრო 2025 წლის 15 იანვრამდე განისაზღვრა. საუბარია 50 000-ზე მეტ თანამშრომელზე, რომლებიც ხელფასების მატებას ითხოვენ.

სავარაუდო შეთანხმება შედგა მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი ექვსი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხელფასის 62%-ით ზრდას დათანხმდა. პროფკავშირების მოთხოვნა კი, 77% ზრდა იყო.

არსებულმა შეთანხმებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში ნავსადგურებში დასაქმებულთა ყველაზე დიდი გაფიცვა შეაჩერა, რომელიც დაბლოკავდა საკონტეინერო გემების გადაზიდვას მეინიდან ტეხასამდე. შედეგად იქმნებოდა ყველაფრის დეფიციტი, დაწყებული ბანანებიდან-ავტონაწილებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები