მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო საქართველოში: ბედნიერი ნოვრუზი ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს

60571cb75d77b
თელარა გელანტია
21.03.21 14:15
611
აშშ-ის საელჩო საქართველოში ბედნიერ ნოვრუზს უსურვებს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

"2010 წელს გაერომ პირველად გამოაცხადა ნოვრუზის საერთაშორისო დღე, როგორც განახლების დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. ნოვრუზი ნიშნავს ახალ დღეს და ის გაზაფხულის დაწყების დღესასწაულია.
ფესტივალი იწყება სახლის საგაზაფხულო დასუფთავებით და გრძელდება განსაკუთრებული საკვებითა და შეკრებებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად", - ნათქვამია საელჩოს facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

“ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლის ამ ლამაზ დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები